აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ტრანსატლანტიკურ ვახშამში მონაწილეობდნენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ ტრანსატლანტიკურ ვახშამში, რომელიც -ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორგანიზება გაუწია.
როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „Trend“-ი იუწყება, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მათი კოლეგები ევროკავშირის და ნატოს ქვეყნებიდან, ასევე შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუთე და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, განხილვებისას ხაზგასმულ იქნა ტრანსატლანტიკური პარტნიორობის საკვანძო როლი მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში.
„სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა პრეზიდენტის მიღწევები სომხეთისა და აზერბაიჯანის გრძელვადიანი მშვიდობის გზაზე დაწინაურებაში,“ – განაცხადა პრესსპიკერის პირველმა მოადგილემ ტომი პიგოტმა.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს გლობალური უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის განმტკიცება და ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების ან შეძენის პრევენცია.