საბერძნეთში დაკავებული მოლდოველი ოლიგარქი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი მოლდოვას გადასცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს. მოლდოვურ მედიაში ვრცელდება ვლადიმირ პლატჰოტნიუკის ექსტრადირების კადრებიც, იგი თვითმფრინავიდან ხელბორკილით გადმოიყვანეს.
მედიის ცნობით, ოლიგარქს პოლიციელები აცილებდნენ, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ეროვნული საგამოძიებო ინსპექციის თანამშრომლები და ინტერპოლის წარმომადგენლები.
მედიის ცნობით, ოლიგარქის საბერძნეთიდან ექსტრადირება რეგულარული რეისით მოხდა.
მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პლაჰოტნიუკი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაჰყავთ, სადაც მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილი პრეზიდენტი, ოლიგარქი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი ივლისში საბერძნეთში დააკავეს.
პლაჰოტნიუკს მოლდოვის არაფორმალურ მმართველად ასახელებდნენ. მას ბრალი ედება დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში, რომლის მეშვეობითაც საბანკო სისტემიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი დოლარი იქნა მითვისებული.
2019 წელს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მან მოლდოვა დატოვა. მოლდოვას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. 2020 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პლაჰოტნიუკი შავ სიაში შეიყვანა.
2025 წლის თებერვლის დასაწყისში ის ინტერპოლით ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
ფოტო: IPN.md




