დონალდ ტრამპს ესაუბრა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა, – ინფორმაციას უნგრული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე, პიტერ სიიარტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ცენტრალური ევროპის ენერგომომარაგების საკითხზე -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა.
„მათ რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის უკრაინაში ომის სტატუსი, მშვიდობის მიღწევის პოტენციალი, გლობალური ეკონომიკური ტენდენციები, ტარიფების დაწესებით შექმნილი ვითარება“, – აღნიშნა სიიარტომ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უნგრეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტის საკითხზე ვიქტორ ორბანთან ისაუბრებდა.
„ის ჩემი მეგობარია. მასთან არ მილაპარაკია, მაგრამ ვგრძნობ, რომ თუ ასე მოვიქცევი, მან შეიძლება შეწყვიტოს [რუსული ნავთობის შესყიდვა] და ვფიქრობ, ასეც მოვიქცევი“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე – პარტიის ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტულია – თუ პირველივე განცხადებით თავს დაესხმება გუნდს, არ მგონია, ეს ის პოზიცია, რაც შორსმჭვრეტელობას ასახავს

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა