მედია: შიდა ქართლში წინასაარჩევნოდ კონცერტები გრძელდება. ბიუჯეტიდან ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭები” ჯამში 28 000 ლარს მიიღებს

შიდა ქართლში წინასაარჩევნოდ კონცერტები გრძელდება. ,,ქუჩის ბიჭების” წევრები ქარელის შემდეგ გორში იმღერებენ.
📌 ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭები” ჯამში 28 000 ლარს მიიღებს.
📌 ყველაზე მეტი თანხა კასპის მერის მხარდამჭერ კონცერტებზე იხარჯება. მხოლოდ ,,ურსას” გამოსვლა 25 000 ლარი დაჯდა, აქედან 5 000 ლარი შუამავლს ერგო. ამ ეტაპზე უცნობია რა ანაზღაურება მიიღეს კასპში ანრი ჯოხაძემ, ქრისტინა იმედაძემ, ნინი ბადურაშვილმა, ,,მასტერმა”. მათი ხარჯები ჯერ არ გასაჯაროვებულა. ,,მასტერმა” კასპის მერის 50 წლის იუბილეზე იმღერა, დანარჩენებმა ,,სააკაძეობაზე” და ,,კასპობაზე”.
📌 ბოლო მონაცემებით, მიწვეულ მომღერლებს შორის, ყველაზე ნაკლები თანხა ქარელში სოფო ბედიას ერგო – 5 102 ლარი და 4 თეთრი.
👉 ერთჯერადი სოციალური დახმარება მუნიციპალიტეტი ბიუჯეტში წელიწადში 300 – დან 500 ლარამდეა. თითო სოფლისთვის კი წელიწადში 10 000 ლარიდან 16 000 ლარამდეა გათვალისწინებული. არაერთი მასალა მომზადდა, თუ როგორ ,,ხარისხიანად” სრულდება სამუშაოები სოფლის პროგრამით.