[VIDEO] ალვარესის ჰეთრიკით “ატლეტიკომ” მძიმე მატჩი მოიგო

ლა ლიგის მე-6 ტურში მადრიდის “ატლეტიკომ” “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
“როხიბლანკოს” შემადგენლობიდან ხულიან ალვარესმა თავი 3 გოლით გამოიჩინა. არგენტინელმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი მე-15, მე-80 და 88-ე წუთებზე აიღო, რაც შეეხება “ვალეკანოს”, პირველი გოლი ჟოზეპ ჩავარიამ 45+1 წუთზე გაიტანა, ხოლო მეორე ალვარო გარსიამ – 77.
ჩოლოს შეგირდები 9 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ, 27 სექტემბერს კი მადრიდის “რეალს” უმასპინძლებენ.
თავის მხრივ, “ვალეკანო” 5 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს 28 სექტემბერს, “სევილიასთან” საკუთარ კედლებში გამართავენ.
სერხიო ბუსკეტსმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა
Mundo Deportivo: ლუის ენრიკეს ენრიკეს პსჟ-ს დატოვება და ყოფილ გუნდში დაბრუნება უნდა
61 წელი ციხეში – ესპანეთში მწვრთნელი დასაჯეს