საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა აგვისტოს მდგომარეობით 5.2 მლრდ დოლარს შეადგენს

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას განაგრძობს. აგვისტოში, სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 199.6 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ აგვისტოს მდგომარეობით 5.2 მლრდ დოლარს შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს სებ-ის გაცხადებული პოლიტიკა – ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის მაშინ, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა.
ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 27 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა