რუსული მხარის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ანტიტერორისტული წვრთნა ჩაატარეს

აფხაზეთში ს საოკუპაციო ძალებმა ე.წ. ანტიტერორისტული წვრთნა ჩაატარეს. ინფორმაცია “რუსული საინფორმაციო ქსელის” სამხედრო განყოფილებამ 10 იანვარს გაავრცელა.
მათივე ცნობით, ს ე.წ. სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზაზე სწავლება რუს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ჩატარდა. როგორც რუსული ქსელი წერს, “უკანონო შეიარაღებული ჯგუფების იმიტირებული თავდასხმის მოსაგერიებლად” რეალურთან მიახლოებული გარემო იყო შექმნილი.
ე.წ. ანტიტერორისტული წვრთნები ს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამხრეთ სამხედრო ოლქის ყველა სამხედრო ნაწილში პერიოდულად ტარდება.
“განგაშის სიგნალის გაგონების შემდეგ, ანტიტერორისტული დანაყოფები გადავიდნენ იმიტირებული მტრის ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი სამხედრო ბაზაზე შეღწევას ცდილობდნენ. […] წვრთნის შედეგად, მონაწილე ქვედანაყოფმა შეიმუშავა თანმიმდევრულად მოქმედების უნარი ტერორისტულ დაჯგუფების ბლოკირებისთვის; გადაწყვეტილების მიღების უნარები საგანგებო სიტუაციებში; დაზვერვის, კავშირგაბმულობისა და თვალთვალისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ბლოკირების პროცესში მოქმედების ტაქტიკას და ასევე, მცირე ჯგუფებად ფარულ გადაადგილებას”, – წერს რუსული გვერდი.