– სერბეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ორი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე – ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთში მიმიწვია, მე კი სერბი კოლეგა საქართველოში მოვიპატიჟე

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში, სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შევხვდი, – ამის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს.
მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
„ ყურადღება გავამახვილეთ ორი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
მოხარული ვარ, რომ უკანასკნელ პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო დინამიურ ხასიათს იძენს – შეხვედრაზე პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთში მიმიწვია, მე კი ჩემი სერბი კოლეგა საქართველოში მოვიპატიჟე.
შეხვედრაზე ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ”, – აღნიშნავს ყაველაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?