ჯეი დი ვენსი – თუ რუსები უარს იტყვიან კეთილსინდისიერად მოლაპარაკებებზე, ძალიან, ძალიან ცუდი იქნება მათი ქვეყნისთვის – ეს პოზიციის შეცვლა არ არის, ეს არსებული რეალობის აღიარებაა

თუ რუსები უარს იტყვიან კეთილსინდისიერად მოლაპარაკებებზე, მგონი, ეს ძალიან-ძალიან ცუდი იქნება მათი ქვეყნისთვის. ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ცხადი გახადა პრეზიდენტმა ტრამპა და ეს არ არის პოზიციის შეცვლა, არამედ მიწაზე არსებული რეალობის აღიარებაა.
“პრეზიდენტი [ტრამპი] ვლადიმერ პუტინს ეუბნება, რომ მკვლელობების შეწყვეტის დროა და ამას ზელენსკისაც ეტყვის – რეალურად, ზელენსკის უკვე უთხრა ეს, მას ამ ომის დასრულება სურს და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, მის დასასრულებლად. თუ რუსები უარს იტყვიან კეთილსინდისიერად მოლაპარაკებებზე, მგონი, ეს ძალიან, ძალიან ცუდი იქნება მათი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა ეს ცხადი გახადა. ეს პოზიციის შეცვლა არ არის, ეს მიწაზე არსებული რეალობის აღიარებაა, და ტრამპის ადმინისტრაციაში ყოველ დღე გავაგრძელებთ მშვიდობისთვის ბრძოლას”,-განაცხადა ვენსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი