მედია: ,,გასული წლის თებერვლიდან ველოდებით ანაზღაურებას. ვმუშაობდით, ლამის წელები ჩაგვწყდა, მაგრამ არ აგვინაზღაურეს”

,,გასული წლის თებერვლიდან ველოდებით ანაზღაურებას. ვმუშაობდით, ლამის წელები ჩაგვწყდა, მაგრამ არ აგვინაზღაურეს. ვურეკავთ ,,პრარაბს” – იაგოს, რომელმაც ამ სამუშაოებზე დაგვასაქმა. ის გვეუბნება, რომ მეც არ მაძლევენ თანხასო. თბილისში ვურეკავთ კომპანიის ხელმძღვანელებს და ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ” – უთხრეს ,,ქართლის ამბებს” საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულებმა.
📌 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მცხოვრები ნუკრი გელაძე და გელა ხუციშვილი ამბობენ, რომ მხარდაჭერა სჭირდებათ.
📌 ,,ქართლის ამბები” დაუკავშირდა სამუშაოების ზედამხედველ პირს, რომელმაც განაცხადა, რომ მასაც არ აძლევენ თანხას:
✔ ,,მეც არ ამიღია ანაზღაურება. სამუშაოებზე როცა ჩავერთე, კომპანიას ავანსის სახით უკვე მიღებული ჰქონდა 1.12 მლნ ლარი. რატომ არ აგვინაზღაურეს იმ თანხიდან ჩვენ, არ ვიცი.” – ამბობს სამუშაოების ზედამხედველი, რომელსაც დასაქმებულები იაგოდ მოიხსენიებენ.
📌კომპანია ,,ლაგი კაპიტალი” პარლამენტარ, ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი წარმომადგენლის, ს დის დაფუძნებული კომპანიაა. შემდგომში მფლობელი გახდა ირაკლი ზარქუას სიძე. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მფლობელი მესამედ შეიცვალა.
📌 რაც შეეხება შინდისის საბავშვო ბაღს, მისი მშენებლობა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და 13 თვეში, 2025 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. თვეებია სამუშაოები შეჩერებულია. შინდისელები დახმარებას ითხოვენ.
👉 ვიდეომასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ