მედია: 300 დღიანი პროტესტის შედეგი (ვიდეო)

უწყვეტი პროტესტის 300 დღე “ქართულმა ოცნებამ” მაიმუნობად შერაცხა. პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაცია ერთადერთ გზაა, რომელსაც ივანიშვილის გუნდი ირჩევს. არადა ამ აქციებზე ხშირად მათი ოჯახის წევრები დგანან.

საქართველოში ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პროტესტის მონაწილეები, “ოცნების” თავდასხმის მიუხედავად, ორ ახალ თარიღზე საუბრობენ – 27 სექტემბრის აქცია, სოხუმის დაცემის დღეს და 4 ოქტომბრის დიდი სახალხო შეკრება.

უწყვეტი პროტესტის 300 დღე სიმტკიცის, გამძლეობისა და იმედის სიმბოლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც რუსთაველზე დგომით “ოცნებას” უკომპრომისო ბრძოლის მაგალითი აჩვენეს. დანებებას არ აპირებენ, გეგმაც ერთი და კონკრეტულია – ბრძოლას გამარჯვებამდე აგრძელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ მეარაყიშვილი: 11 დღე გავატარე ციხეში შიმშილობაში და მინიმუმ ჯანმრთელობის მხრივ შეიძლებოდა მოკითხვა, მაგრამ არავინ დამკავშირებია ხელისუფლებიდან, მხოლოდ ტრანსპორტირება მოხდა ერგნეთიდან და აღარავინ დაინტერესებულა

ირაკლი კობახიძე: დაველოდებით მედიის შემოთავაზებას, მზად ვართ, ჩავერთოთ დისკუსიებში ფორმატთან დაკავშირებით – ვისაც დავალება არ აქვს, ყველასთან მზად ვართ, დისკუსიისთვის – არაუგვიანეს ორი კვირისა, ფორმატები უნდა არსებობდეს და შედგეს პირველი დებატები