პარლამენტის მიმდებარედ აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.
საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი 301 დღეა მიმდინარეობს.
აქცია გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე აქციაზე გადმოინაცვლეს.