სალომე სიმონია: ფოტოზე ვისაც ხედავთ, ამ დედების შვილები და ნათესავები იმსხვერპლა შოვში კორუფციამ. ოჯახის 9 წევრი რომ დაკარგა, ის გოგო ყვება…

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
ფოტოზე ვისაც ხედავთ, ამ დედების შვილები და ნათესავები იმსხვერპლა შოვში კორუფციამ.
ოჯახის 9 წევრი რომ დაკარგა, ის გოგო ყვება, თავში და ბოლოში ჯებირები გააკეთეს, შუაში ღიად დატოვეს და ჩემი ოჯახის დაღუპვა, ამან გამოიწვიაო.
(ვიდეოს დავდებ კომენტარში)
სუსის უფროსის, ლილუაშვილის ნათესავს, ბიჭიკო პაიკიძეს უნდა გაეკეთებინა ეს ჯებირები ხარისხიანად, მაგრამ მაინც არავინ მოკითხავდა და ბარემ ფულის მოტეხვა არჩია.
სწორედ ამ საქმეზე წაუყენეს დღეს ბრალი ბიჭიკო პაიკიძეს, მაგრამ ამ კორუფციულმა გარიგებამ, სულ მცირე 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ვინც სტიქიის დროს, ჯებირს რომ უნდა დაეცვა ზუსტად იმ ადგილზე იყვნენ.
მაშინ დიდი მონდომებით ამტკიცებდნენ, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მსხვერპლს ვერ ავიცილებდითო. არადა, აგერ ბატონო, გამოჩნდა, რომ თურმე მსხვერპლს კონკრეტული მიზეზი ჰქონია – ქ. ოცნების კორუფცია.
ნახეთ, “მთის ამბების” გამოძიება ამ თემაზე: https://www.youtube.com/watch?v=vGUN0DPNet0

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით