გერმანიის საგარეო უწყება – კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ და მის უსაფუძვლო დაბარებას

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ „აგრესიულ რიტორიკას“ და „უსაფუძვლო დაბარებას“. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით.
“ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას. ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ჩემთვის უმძიმესია, რომ გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქვეყანას შეუქმნა სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების საფრთხე

ბიძინა ივანიშვილი – აღარ გვეშლება შეფასება, ვინ მეგობარია ვინ – მტერი – კარგად გავაანალიზეთ, რომ არცერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღვწის – არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს საქართველოს გამოყენების ხარჯზე არ უნდა მოხდეს