ირაკლი კობახიძე – ყველა რეიტინგით ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ – კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ლიდერობა არის აბსოლუტურად ეჭვგარეშე

კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ლიდერობა არის აბსოლუტურად ეჭვგარეშე, ამას ამტკიცებს ყველა ფაქტი და ყველა ობიექტური რეიტინგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ, მთავრობების ფუნქციონირების გლობალური შეფასების ინდექსის კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველა რეიტინგით არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს.
„რომ შევადაროთ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს, ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ აბსოლუტური მოწინავე და არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის. ყველა პარამეტრით, ყველა ინდექსით, ყველა რეიტინგით ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ. ეს არის საერთო მდგომარეობა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, არის ლიდერი. კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ლიდერობა არის აბსოლუტურად ეჭვგარეშე. ამას ამტკიცებს ყველა ფაქტი და ყველა ობიექტური რეიტინგი”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – პროტესტის მხედართმთავარი როგორი უნდა იყოს, მუზარადი ეხუროს და ხმალი ეჭიროს? ხაბეიშვილს ან ბურჭულაძეს რას უწუნებენ? – არჩევნებს რაც შეეხება, „ოცნება“ 70%-ს დაიწერს, მთავარი მონაწილეობა კი არ არის, ოლიმპიადაზე ხომ არ ვართ?