მედია: ზუგდიდის კრიმპოლის მაღალჩინოსანმა სამსახური დატოვა და შტატებში წავიდა

ზუგდიდის კრიმპოლის  მაღალჩინოსანი შტატებში წავიდა – ზურაბ ჭოჭუამ პატაკი ცოტა ხნის წინ დაწერა, თუმცა მიზეზები არ განუმარტავს.

აქტივისტების ინფორმაციით, პოლიციელმა ამ ნაბიჯით თავიდან აირიდა უკანონო დავალებების შესრულება, რომელსაც ოცნება წინასაარჩევნოდ ძალოვანებს უკვეთავს.

ზუგდიდის სამმართველოს უფროსი ჭოჭუას მიერ ქვეყნის დატოვებას ადასტურებს.  ირაკლი ფაცაციას მტკიცებით, მისი კოლეგა შტატებში ტურისტული ვიზით იმყოფება.

რაც შეეხება შესაძლო უკანონო დავალებების გაცემას, მაღალჩინოსანმა “პირველების” ამ კითხვას არ უპასუხა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა ახალი საცურაო კომპლექსი გახსნა და როგორც წესი და რიგია, პირადად ამოწმებს ხარისხს. ოღონდ, ამოწმებს უშუალოდ აუზში მყოფ ხალხთან ერთად… (ვიდეო)