ბრიტანეთში კიბერშეტევასთან დაკავშირებით, რომელმაც ევროპის აეროპორტებში შეფერხებები გამოიწვია, ერთი პირი დააკავეს

კიბერშეტევასთან დაკავშირებით, რომელმაც ევროპის რამდენიმე აეროპორტის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, გაერთიანებულ სამეფოში ერთი პირი დააკავეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
დანაშაულის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 40 წლამდე მამაკაცი კომპანია Collins Aerospace-ზე განხორციელებული კიბერინციდენტის გამოძიების ფარგლებში დასავლეთ სასექსში დააკავეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს დაკავება დადებითი ნაბიჯია, ამ ინციდენტის გამოძიება საწყის ეტაპზეა და კვლავ გრძელდება“, – განაცხადა დანაშაულის ეროვნული სააგენტოს კიბერდანაშაულის განყოფილების ხელმძღვანელმა, პოლ ფოსტერმა.
შეგახსენებთ, კომპანია Collins Aerospace-ზე, რომელიც ავიაკომპანიებისთვის რეგისტრაციის ტექნოლოგიას უზრუნველყოფს, კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც ევროპის რამდენიმე აეროპორტში, მათ შორის ჰითროუს, ბრიუსელისა და ბერლინის აეროპორტებში შეფერხებები გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ჩემთვის უმძიმესია, რომ გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქვეყანას შეუქმნა სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების საფრთხე

ბიძინა ივანიშვილი – აღარ გვეშლება შეფასება, ვინ მეგობარია ვინ – მტერი – კარგად გავაანალიზეთ, რომ არცერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღვწის – არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს საქართველოს გამოყენების ხარჯზე არ უნდა მოხდეს