ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩზე – ეს ადამიანი, სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში

ძალიან სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ ცდილობს კონკრეტული ელჩი, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მედიასთან განაცხადა, როდესაც ევროკავშირის ელჩის,სთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში.
„ესეც ის შემთხვევაა, როდესაც საინტერესო აღარ არის კონკრეტულ ელჩზე კომენტარის გაკეთება. ეს ადამიანი, სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში. ეს არის ძალიან სამწუხარო, რომ ევროპული ბიუროკრატიის უარყოფითი სახე ჩანს ასეთ შემთხვევაშიც. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ ცდილობს კონკრეტული ელჩი, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან სამწუხარო და დასანანი. ამაზე მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებდი, უბრალოდ, არ ვთვლი საჭიროდ”, – განაცხადა ირაკლი მ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, რომ „ჩრდილი მიაყენოს ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას“.
„რაზეა საუბარი, როდესაც გამოვიდა ევროკავშირის პრეს-სპიკერი, ევროპული ბიუროკრატიის სახე და პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის აქციას, სადაც საუბარია დამხობაზე. ამაზე მეტი რადიკალიზმის მხარდაჭერა რა უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა. ყველაფერზე მეტყველებს ფაქტები. თუმცა, საბოლოო ჯამში შედეგი არის არა ის, რომ ევროპული ბიუროკრატიის ასეთი ნაბიჯები არის წარმატებული, არამედ შედეგი არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად ძლიერდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, კიდევ უფრო მეტად მობილიზებულია ქართველი ხალხი ჩვენს შიდა საქმეებში ყოველგვარი ჩარევის წინააღმდეგ. ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩრდილი მიაყენოს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. ქართულ დემოკრატიას წარმატებით ვერავინ დაესხმება თავს”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმთ, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის „რადიკალიზმის წახალისება, პირდაპირ უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში, პოლარიზაციის წახალისება, საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს“
პრემიერის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ქართულ საზოგადოებაში ასეთი განცხადებების ფონზე მცირდება ნდობა ევროკავშირის მიმართ.
„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ნდობის რადიკალურად შემცირებას ევროპული სტრუქტურებისა და ბიუროკრატიის მიმართ და ყველაზე სამწუხარო მაინც ის არის, რომ ევროკავშირის მიმართ ნდობაც მცირდება ასეთი განცხადებების ფონზე ქართულ საზოგადოებაში. ეს არის ყველაზე დასანანი. მე მგონია, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, თუმცა ამას ცალმხრივად ვერ გავაკეთებთ. თუ არ შეწყვეტენ ევროპელი ბიუროკრატები ასეთი თვითდამაზიანებელი განცხადებების კეთებას, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება,”- განაცხადა პრემიერმა.