ნანუკა ჟორჟოლიანის ადვოკატი – დღევანდელ გამოკითხვაზე დაბარება ჩხრეკის გაგრძელებაა, ძალიან დიდი დროა გასული ჩხრეკიდან გამოკითხვამდე – ჩვენ უარს არ ვაცხადებთ პროკურატურაში მოსვლაზე და გამოკითხვაზე, არ გვჭირდება სასამართლოში მისვლა

საქველმოქმედო ფონდ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის ადვოკატის, გუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, ნანუკა ჟორჟოლიანის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის გაგრძელებაა.
როგორც მან ჟურნალისტებს გამოკითხვის დაწყებამდე განუცხადა, გამოძიება რამდენიმე მუხლითაა დაწყებული, მათ შორისა დაფინანსების ხაზი და საბოტაჟის გარემოება.
„მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ დღევანდელ გამოკითხვაზე დაბარება არის ჩხრეკის გაგრძელება. ძალიან დიდი დრო არის გასული ჩხრეკიდან გამოკითხვამდე. ჩვენ უარს არ ვაცხადებთ პროკურატურაში მოსვლაზე და არც გამოკითხვაზე. არ გვჭირდება სასამართლოში მისვლა. სხვადასხვა მუხლით არის გამოძიება დაწყებული, მაგრამ საბოლოოდ ბრალდება აღნიშნულ მუხლებს რამდენად განახორციელებს, ეს არის პრობლემური მათთვის. ერთ-ერთი მუხლი არის საბოტაჟი, რომელიც სამართლებრივ ფაბულაში როგორ უნდა ჩასვან წარმოუდგენელია. ასევე, დაფინანსების ხაზი. ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის ლეპტოპი არის ამოღებული და მას არ აბრუნებენ, რაზეც განცხადებაც არის დაწერილი. არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესს ექმნება ამით საფრთხე. კანონი პირდაპირ უთითებს, როდესაც საგამოძიებო მოქმედებებს დაასრულებ, უნდა გადასცე და მინიმუმ დაასაბუთო რატომ არ გადასცეს. რა კითხვები იქნება, წინასწარ ვერ ვივარაუდებ“,- განაცხადა გუჯა ავსაჯანიშვილმა.
ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში საბოტაჟის საქმეზეა დაბარებული. ის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს