თუშეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში, სოფელ დართლოსკენ მიმავალ გზაზე ავარიის შედეგად ორი ახალაგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილი გზიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მანქანაში სხვა მგზავრები არ იმყოფებოდნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ღამით მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს