კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, უკრაინამ ქალაქ ნოვოროსიისკზე დრონებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნეც ქალაქის ცენტრი, სასტუმრო „ნოვოროსიისკის“ მახლობლად მდებარეობდა.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორის განცხადებით, დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი შენობა, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, ასევე სასტუმროს შენობა.
„ნოვოროსიისკზე კიევის რეჟიმის მიერ საშინელი თავდასხმა განხორციელდა. ქალაქის ცენტრს დღისით დრონები დაესხა თავს. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, – დაწერა კონდრატიევმა სოციალურ ქსელში.
