გუშინ “ნაპოლის” ფორვარდი ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა და ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენელს სამარცხვინო უწოდა.
მოგეხსენებათ, ჯუღელმა ნიგერიელი ფეხბურთელის შესახებ განაცხადა, რომ ზაფხულში “პარტენოპეის” დატოვებასა და კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებას გეგმავდა.
მომხდარს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კარლო ალვინო გამოეხმაურა.
“ხვიჩას აგენტი შეცდა, როდესაც საუბარი ოსიმენის მომავალზე დაიწყო. მას არ აქვს უფლება, სხვის მომავალზე ისაუბროს, თუმცა ოსიმენის რეაქციაც შემაშფოთებელი იყო, მან და მისმა აგენტმა გადააჭარბეს.
ვინ არის მთავარი დამნაშავე? – დე ლაურენტისი. ის გუნდში წესრიგს ვერ ამყარებს. მან ხელშეკრულების
საფუძველზე უნდა დაავალდებულოს მოთამაშეები, რომ ასეთი განცხადებები არ გააკეთონ”, – განაცხადა ალვინომ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში.
წარმოიდგინე,რომ შენ ხარ ხვიჩას თანაგუნდელი ნაპოლიში. ჯუღელმა შენს შესახებ ილაპარაკა სისულელე. მიმართავ მას ასე:”Piece of shit/filth/excrement, dumbfuck!”?
არა. ხვიჩას ხათრით მამუკას ყურადღებას არ მიაქცევ.
ოსიმენი ჯუღელს არ იცნობს. იცნობს ხვიჩას. ხვიჩასთან დაკავშირებული შურის გამო ბოღმა რომ დაუგროვდა, ის გადმოასხა. ხვიჩა გალანძღა.
ხვიჩა ამასარ არ იზამდა. არც გაუკეთებია. მიზეზი ბევრი აქვს. წაიკითხეთ, რას წერენ ნიგერიელები (და მათ შორის ოსიმენის წრის ტიპები).