“ვწუხვარ, რომ მიწევს ჩემს საქმეზე კიდევ თქვენი შეწუხება, მაგრამ ეს საკითხი მე მცდება” – რას წერს ელენე ხოშტარია

პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია, რომელიც ციხეში, ქართული ოცნების საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო დაიჭირეს, სოციალურ ქსელში, წერილს აქვეყნებს:
ვწუხვარ, რომ მიწევს ჩემს საქმეზე კიდევ თქვენი შეწუხება, მაგრამ ეს საკითხი მე მცდება, ბინძური და მანკიერი პრაქტიკის მხილებაა. ჩემი პრინციპული, მორალური და პოლიტიკური პოზიციაა: 1. ნულოვანი თანამშრომლობა რეჟიმთან, რომლის ნაწილია ე.წ სამართალდამცავები და ე.წ სასამართლო. წლებია არც ერთი ჯარიმა არ გადამიხდია და ეს არის არა სიჯიუტე, არამედ რუსების არაღიარება. 2. არც მე და არც მეგის სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაგვიდენია (მზად ვარ კალაძეს დავუმზადო ახალი ბანერი, ოღონდ ზედ რუსული ოცნება ეწერება, რაც სიმართლეა) შესაბამისად, მე არ ვაღიარებ ამ საქმეს და არც ერთ სასამართლო სხდომას, არ მჭირდება ადვოკატის მომსახურება ამ ე.წ სხდომებზე.
სახაზინო ადვოკატმა, ირაკლი ბენიამ: 1. მოიტყუა სასამართლოზე, რომ მე მას არ შევხვდი. მე მას შევხვდი და უკიდურესად მკაფიოდ დავუზუსტე, რომ წინააღმდეგი ვარ მისი დაცვის და მას არ აქვს უფლება 2. საერთოდ შოკირებული ვარ, რომ ჩემი უარის შემდეგ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, აიღო და ეს ე.წ საქმე შეიტანა ე.წ სააპელაციო სასამართლოში.