გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სმინისტროში დაიბარეს – როგორც უწყებაში შესვლამდე დიპლომატმა განაცხადა, ფაქტი დიპლომატიური სანქციის ფორმაა.
მისი თქმით, ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროსში დაიბარეს.
გერმანიის ელჩმა ქართულ მედიასთან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ” მკაცრად უარყოფს უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის, მისი და სხვა ელჩების წინააღმდეგ არის გამოთქმული”.
მე ვარ დაბარებული საგარეო საქმეთა სამონისტროს მიერ. დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ძალიან უჩვეულოა. ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროსში დაიბარეს.
შევალ და მოვისმენ რას მეტყვიან. მაგრამ ასევე მკაცრად უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის, ჩემი და სხვა ელჩების წინააღმდეგ არის გამოთქმული.
ასევე გავაკრიტიკებ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ კურსს, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირში გაწევრიანებასთან”- თქვა ფიშერმა.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩი პეტერ ფიშერი ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა. “ოცნების” ლიდერი ამტკიცებს, რომ თუ 4 ოქტომბერს ადგილი ექნება ძალადობრივ დამხობას, ამაზე პასუხისმგებლობას გაიზიარებს როგორც ევროკომისია, ასევე ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში.
პაპუაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ სწორედ პეტერ ფიშერის დამსახურებაა, რომ საქართველოსა და გერმანიის შორის ურთიერთობა გაუარესდა.