ლა ლიგის მე-6 ტურში “რეალმა” სტუმრად “ლევანტე” 4:1 გაანადგურა. მატჩის შემდეგ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, იგი ასეთი დასაწყისით ბედნიერია, თუმცა გუნდს წარმატების მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.
“კარგი თამაში გამოვიდა და შედეგით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. გუნდი ჯერ ისევ ზრდის ფაზაშია, ჩვენ სულ რაღაც 51 დღეა ერთად ვართ და წინ კიდევ დიდი გზა არის. ფაქტია, რომ სწორ გზაზე ვართ, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
ჩვენი მიზანი? რა თქმა უნდა, ყველა ტურნირის მოგება. განვითარება უნდა გავაგრძელოთ, ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კონკურენციაა, რაც გუნდს წარმოუდგენლად აძლიერებს. აქამდე მთელი ყურადღება “ლევანტესთან” მატჩზე გვქონდა, ხვალიდან კი “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებაზე ვიფიქრებთ”, – განაცხადა ალონსომ.
“რეალი” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 18 ქულით პირველ ადგილზეა და მორიგ შეხვედრას 27 სექტემბერს “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართავს.
“მატჩიდან მატჩამდე დროს აჩერებს” – მასკერანომ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა
[VIDEO] კრიტიკოსები დაადუმა – ვინისიუსმა “ლევანტეს” “ტრიველა” გაუტანა
[VIDEO] ფუტსალი. მძიმე მატჩი ბრატისლავაში – საქართველოს ნაკრებმა ევრო 2026-ის საგზური მოიპოვა
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის “რეალში” მსურს
[VIDEO] “თუ “კაირატი” “რეალს” დაამარცხებს, ყველა ფეხბურთელს მანქანას გადავცემ” – ყაზახი ბიზნესმენი
ალონსომ პერესს 3 ტრანსფერი მოსთხოვა – რა პოზიციებს გააძლიერებს “რეალი”?
“კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა” – კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე – “ვილიარეალის” მარცხი, “რეალის” და “ყარაბაღის” გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით – “რეალი” კიდევ ერთ მცველს იფორმებს
[VIDEO] კრიტიკოსები დაადუმა – ვინისიუსმა “ლევანტეს” “ტრიველა” გაუტანა
“რეალის” დამარცხება შეგვეძლო” – “მარსელის” მთავარი მწვრთნელი
“ფეხბურთი ძალიან მაგრად ესმის” – ალონსომ მბაპე შეაქო
“წინ დიდი გამოცდა გველოდება” – ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
“სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ ირბენს, არ ითამაშებს” – ჩაბი ალონსო




