ესპანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს კალინინგრადის მახლობლად GPS სისტემასთან დაკავშირებული „ხარვეზები“ შეექმნა, – ინფორმაციას Reuters-ი ესპანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო თვითმფრინავს, რომელიც ლიეტუვისკენ მიფრინავდა და რომლის ბორტზეც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მარგარიტა რობლესი იმყოფებოდა, კალინინგრადის მახლობლად GPS სისტემის სისტემასთან დაკავშირებული „ხარვეზები“ შეექმნა.
თვითმფრინავის ბორტზე მყოფი სამხედრო მეთაურის განცხადებით, კალინინგრადთან ახლოს ფრენისას მსგავსი ინციდენტები საკმაოდ ხშირია.
ასევე, მისი თქმით, ინციდენტს თვითმფრინავზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან ის ფრენისას სამხედრო თანამგზავრებსაც იყენებს.
ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში Financial Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი, ბულგარეთის აეროპორტში ქაღალდის რუკების გამოყენებით დაეშვა. ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან ჩარევის შედეგად აეროპორტში GPS ნავიგაციის სერვისების გათიშვა გახდა.
