უცნაურია – მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო

ჩინეთში, ჩენგდუში 250 ქულიანი ტურნირის ფინალი ლორენცო მუსეტისა და ჩილელი ალეხანდრო ტაბილოს შორის გაიმართა, გამარჯვება ჩილელს დარჩა (3:6 6:2 7:6). აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერმა ზედიზედ მეხუთე ფინალი დათმო.
მოგეხსენებათ, ამავე ტურნირზე ლორენცომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:3 6:3 დაამარცხა, შემდეგ ყაზახი ალექსანდრ შევჩენკოს ბარიერი მარტივად გაიარა, 6:3 6:1, თუმცა ფინალების კომპლექსს ვერაფერი უშველა.
მუსეტიმ ბოლოს ტიტული 2022 წლის ოქტომბერში, ნეაპოლში მოიგო, მას შემდეგ კი დამარცხდა:
2024 წელი, ლონდონის ტურნირი, ტომი პოლი – 1:6 6:7.
2024 წელი, ხორვატია, უმაგი, ფრანსისკო სერუნდოლო – 6:2 4:6 6:7.
2024 წელი, ჩინეთი, ჩენგდუ, შან იუნჩენგი – 6:7 1:6.
2025 წელი, მონტე კარლოს მასტერსი, კარლოს ალკარასი – 6:3 1:6 0:6.
2025 წელი, ჩინეთი, ჩენგდუ, ალეხანდრო ტაბილო – 6:3, 2:6, 7:6.
ბასილაშვილი ფორმაში შედის – ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
იყო გმირი, ახლა კი ზოგიერთი მოღალატეს უწოდებს – ჯოკოვიჩს მთავრობასთან დაპირისპირების გამო სერბეთის დატოვება მოუწია
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა და მეორე ჯგუფში დარჩა
საჩოგბურთო ვარსკვლავების მატჩზე ქართული ოჯახი შეიქმნა – ვიდეო ინტერნეტს იპყრობს [VIDEO]
ნოვაკ ჯოკოვიჩი ლორენცო მუსეტისთან დამარცხდა და მონტე-კარლოს მასტერსს გამოეთიშა
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
[VIDEO] კარლოს ალკარასმა მონტე კარლოს მასტერსი მოიგო