80 მილიონ ფუნტამდე გუნდიდან წასვლის სანაცვლოდ – “რედ ბული” და ჰორნერი საბოლოოდ დაიშალნენ

კრისტიან ჰორნერი ფორმულა 1-ის გუნდ “რედ ბულისგან” 80 მილიონ ფუნტამდე კომპენსაციას მიიღებს. ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. მოგეხსენებათ, 18 თვიანი დაძაბული პერიოდის შემდეგ, ინგლისელი ოპერაციული მოვალეობისგან გუნდმა ბრიტანეთის გრანპრის შემდეგ გაათავისუფლა.
ორშაბათს, 22 სექტემბერს, ერთობლივი განცხადების შემდეგ, 20 წლიანი თანამშრომლობა ოფიციალურად დასრულდა. მოგეხსენებათ, ჰორნერს კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირდებდა, რის გამოც სოლიდურ კომპენსაციას მიირებს, რაც დაახლოებით 80 მილიონ ფუნტს შეადგენს. კრისტიანის შემცვლელად ლორან მეკისი დასახელდა, ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით გუნდმა მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ორი სიტყვით ჰორნერის ავსტრიულ გუნდში კარიერასაც შევეხოთ. მისი ხელმძღვანელობით ინდივიდუალურ ჩათვლაში 8 გამარჯვება მოიპოვეს, 4-ჯერ სებასტიან ფეტელმა, ამდენჯერვე მაქს ფერსტაპენმა, კონსტრუქტორთა ჩათვლაში კი პირველობა – 6-ჯერ.
საინტერესოა, რამ გამოიწვია მსგავსი შედეგის მქონე სპეციალისტის გაშვება? 2024 წელს გუნდის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჰორნერი არასათანადო და არაკეთილსინდიერ ქცევაში დაადანაშაულა, გამოძიებამ ბრიტანელი გაამართლა, თუმცა სკანდალმა გუნდში დაძაბულობა გამოიწვია, ამას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურის გუნდიდან წასვლა მოჰყვა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ადრიან ნიუი კონკურენტ “ასტონ მარტინში” გადაბარგდა, სწორედ ეს უკანასკნელი აწყობდა ლეგენდარულ ბოლიდებს. მიუხედავად არეულობისა, მაქს ფერსტაპენმა ჩემპიონობა მაინც გაიფორმა, თუმცა მანქანამ სისწრაფე დაკარგა, ამის ფაქტის გამო კრისტიანი იოს ფერსტაპენს, მაქსის მამას დაუპირისპირდა, მეტიც, მისი განთავისუფლება მოითხოვა. “რედ ბულის” ხელმძღვანელობამ ნიდერლანდელი ჩემპიონის დაკარგვის შიშის და გამო ჰორნერი გუნდიდან გაუშვა.
ფორმულა 1-თან დაახლოებული მედიის ცნობით, ბრიტანელს სპორტში დაბრუნება უკვე მომავალ წელს შეეძლება, თუმცა თავად ავსტრიელები ამას არ ადასტურებენ. ზოგადად, მსგავსი კალიბრის სპეციალისტის საკუთარ რიგებში ხილვა ყველას სურს, იყო ჭორები პოტენციურად “ფერარიში” გადასვლაზე, თუმცა იტალიელებმა არჩევანი ამჟამინდელ ხელმძღვანელზე, ფრედ ვასერზე შეაჩერეს და კონტრაქტიც გაახანგძლივეს, რამდენად სწორი იყო ამას დრო გვიჩვენებს.
“რედ ბულის” ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო. 2005 წელს, როცა ვიწყებდით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ გზას გავივლიდით. ვიგებდით ტიტულებს, რბოლებს და ვაგროვებდით უამრავ მოგონებას. ვამაყობ და ეს ყველაფერი თან გამყვება” – განაცხადა კრისტიან ჰორნერმა.
ლანდო ნორისის პოული – F1 მონტე კარლოს ესტუმრა
[VIDEO] ცუნოდას უმძიმესი ავარია და მოულოდნელობით დატვირთული კვალიფიკაცია ემილია რომანოზე
18 წლის კიმი ანტონელის პირველი პოულო – იტალიელმა მაიამიში სპრინტის კვალიფიკაცია მოიგო