სომხეთში სისტემური კორუფცია არ არსებობს – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2018 წლის რევოლუციის შემდეგ სომხეთში სისტემური კორუფცია გაუქმებულია.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფაშინიანმა დემოკრატიის სომხურ ფორუმის ფარგლებში თემაზე „დემოკრატიის ხარისხი სომხეთში: გამოწვევები და შეფასების ინდიკატორები“ გამართულ პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა.
„თუ სისტემური კორუფცია იქნებოდა, იმ ყველა კორუფციული შემთხვევებიდან, რაც თქვენ იცით, მე ჩემი წილი უნდა მქონოდა”.
ფაშინიანის თქმით, მოქმედი ხელისუფლების მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ხშირად იყენებენ სწორედ ხელისუფლების წინააღმდეგ.
„სომხეთში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მოქმედი მინისტრი ბრალდებული იყოს კორუფციისთვის ან ქალაქმშენებლობის კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე ქრთამის აღებისთვის დააკაონ, სხვა მაღალი თანამდებობის პირებზე აღარაფერს ვამბობ“.
მისივე თქმით, სისტემური კორუფცია არსებობს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თუმცა “სომხეთში სისტემური კორუფცია გაუქმებულია”.