თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელშიც დღეს ათობით სხდომა იყო დანიშნული, ევაკუაცია გამოცხადდა. დამსწრეებს შენობა დაატოვებინეს, ბრალდებულები კი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.
„ამბობენ, რომ შენობაში ბომბია. მოქალაქეები გაჰყავთ სასამართლოს ეზოდანაც“, – წერს „ფორმულის“ ჟურნალისტი, გიორგი კვიჟინაძე „ფეისბუკში“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდო ასაფეთქებლის არსებობაზე შეტყობინება შევიდა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქმედებს პროტოკოლის მიხედვით“, – აცხადებენ უწყებაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საჯარო დაწესებულებაში ევაკუაცია ცხადდება სავარაუდო ბომბის არსებობის გამო – მსგავსი შეტყობინების შემდეგ რაიმე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა სუსს არც ერთხელ არ დაუდასტურებია.
ფორუმი
