თესალონიკის ქართულმა საკვირაო სკოლამ „მერცხალი” მეორე სასწავლო წლის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა

20 სექტემბერს, ქ. თესალონიკის ქართულმა საკვირაო სკოლამ „მერცხალი” მეორე სასწავლო წლის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე და საკონსულოს თანამშრომლები, თესალონიკის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი მათურელი, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, თესალონიკში მცხოვრები ქართველი პოეტები და საქართველოს მოქალაქეები.
საკვირაო სკოლაში ასევე გაიხსნა ქართული ბიბლიოთეკა, რომელსაც “ბიბლუსის“ შემოქმედებითმა დირექტორმა და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარემ, გიორგი კეკელიძემ 200 ცალი ქართული წიგნი საჩუქრად გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში