იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

23 სექტემბერს იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე, რომელსაც არაერთ იტალიურ ფილმში ცნობილი როლი აქვს შესრულებული, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კარდინალე ცნობილია ფილმებით, ფედერიკო ფელინის “8½” და ლუკინო ვიკონტის „როკო და მისი ძმები“, ასევე „ვარდისფერ პანტერაში“ შესრულებული პრინცესა დალას როლით.
მსახიობის პირადმა აგენტმა განაცხადა, რომ კლაუდია პარიზის მახლობლად, ნემურის კომუნაში გარდაიცვალა.