მიხეილ ყაველაშვილს გაეროს გენერალურმა მდივანმა სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, მიხეილ ყაველაშვილს, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგებთან მოკლე აუდიენცია გამართა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა.
„გენერალური დებატების ფარგლებში, გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს ლიდერებს სიტყვით 25 სექტემბერს მიმართავს, – ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში