– ვულოცავ ალექსანდრე კარტოზიას გერმანიაში საქართველოს ელჩად დანიშვნას – სამწუხაროა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები ამჟამად წარმოუდგენლად დაბალ დონეზეა, ისინი უნდა დაუბრუნდეს სათანადო დინამიკასა და მოცულობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ალექსანდრე კარტოზიას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნას ულოცავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, დოქტორი კარტოზია, როგორც მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე, დიდად დაფასებულია როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, სადაც, აკადემიური მოღვაწეობის გარდა, იგი დაჯილდოვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით.
,,გულითადად ვულოცავ პროფესორ დოქტორ ალექსანდრე კარტოზიას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნას. ის ფაქტი, რომ დოქტორი კარტოზია, როგორც მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე, დიდად დაფასებულია როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, სადაც, აკადემიური მოღვაწეობის გარდა, იგი დაჯილდოვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით – დამსახურების ჯვრით, ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მთავრობა ამ დანიშვნას.
არ არსებობს გერმანიასთან კავშირის მქონე ქართველი და საქართველოსთან კავშირის მქონე გერმანელი, რომლებმაც არ იციან ორი ქვეყნის ურთიერთობებში მისი როლის შესახებ. სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ დოქტორი კარტოზია ყოველთვის იყო გერმანიაში საქართველოს ელჩი, ოფიციალურ დანიშვნამდეც კი. აღნიშნული პირადი და აკადემიური კვალიფიკაცია უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს ნებისმიერი ელჩისთვის, რათა იყოს ნამდვილი ხიდი და არა კედელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში.
სამწუხაროა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები ამჟამად წარმოუდგენლად დაბალ დონეზეა. ისინი უნდა დაუბრუნდეს სათანადო დინამიკასა და მოცულობას, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ლეგიტიმურობის პრინციპების ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დაიწყო”, – წერს შალვა პაპუაშვილი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე – საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას

ირაკლი კობახიძე – ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას – ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში