მარნეულში არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ „ოცნების“ დეპუტატის შვილს, მამუკა გიგანს, სასამართლომ 15 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა

მარნეულში არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ „ოცნების“ დეპუტატის შვილს, მამუკა გიგანს, სასამართლომ 15 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რიჩარდ გიგანის შვილი 20 სექტემბერს არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა მარნეულში 19 სექტემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილეობდა თავად მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რიჩარდ გიგანი, რომელიც შვილთან ერთად ადგილობრივებს დაუპირისპირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?