2025 წლის “ოქროს ბურთის” გამარჯვებულმა უსმან დემბელემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში მისი კვების რაციონისა და ვარჯიშის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
ფრანგი შემტევის თქმით, ის პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ვარჯიშს უფრო დიდ ყურადღებას უთმობს.
“როცა პსჟ-ში გადავედი, სპორტდარბაზში თითქმის არ დავდიოდი. მაგრამ ტრავმების მიღების შემდეგ აცნობიერებ, რომ შენს სხეულზე უნდა იზრუნო. უმაღლეს დონეზე თამაში უდიდესი გამოწვევაა და უნდა გააცნობიერო, რომ მხოლოდ ტალანტით ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან მოედანზე შესაძლოა, ნებისმიერი რამ მოხდეს.
ვიცოდი, რომ უნდა მემუშავა, უფრო ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და საკმარისი ძილიც უმნიშვნელოვანესი იყო. ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ში ყველაფერი შესანიშნავად მიდის, ამით ბედნიერი ვარ.
მატჩის შემდეგ პიცასა და ჰამბურგერს ყველა ფეხბურთელი მიირთმევს, ბევრ შოკოლადს არ მივირთმევ, მაგრამ ჰამბურგერსა და პიცაზე უარს არ ვამბობ და ეს ასე გაგრძელდება”, – დემბელეს სიტყვებს Four Four Two ციტირებს.
შეგახსენებთ, დემბელე მე-6 ფრანგი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც “ოქროს ბურთის” მოგება მოახერხა.
“ერთადერთია, ვინც “ოქროს ბურთს” იმსახურებს” – პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
“გთხოვთ… “ოქროს ბურთი” მან უნდა მოიგოს” – დუემ თანაგუნდელი გამოარჩია
“ზაბარნის ყველაფერში დავეხმარები” – მარკინიოსმა უკრაინელ მცველს თანადგომა აღუთქვა
