გერმანიასა და NATO-ში ახალი ელჩები დაინიშნნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა ალექსანდრე კარტოზია. 66 წლის კარტოზია პროფესიით ფილოლოგია. ის ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს – 1998-2004 წლებში იყო საქართველოს განათლების მინისტრი. 2004 წლიდან და საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც აკადემიურ სფეროში მუშაობს.
“ალექსანდრე კარტოზიამ, როგორც მეცნიერმა და მთარგმნელმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში. 2022 წელს ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით – “დამსახურების ჯვრით” დაჯილდოვდა”, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე კარტოზიას შესახებ.
რაც შეეხება NATO-ში საქართველოს წარმომადგენელს, ამ პოზიციაზე დაინიშნა ირაკლი ბერაია. ბოლოს ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, დაზვერვის სამსახურის უფროსი, უფრო ადრე – ამავე უწყების უფროსის პირველი მოადგილე. ბერაია მე-10 მოწვევის პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი იყო. მე-9 მოწვევის პარლამენტში კი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომაროებდა.
მეო-10 მოწვევის პარლამენტში მან თავი დაგვამახსოვრა რუსულ კანონზე მხარდაჭერითა და კოლეგა ქალის, თეონა აქუბარდიას მიმართ სექსისტური და ღირსების შემლახველი მიმართვით.
