ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:
,,ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით იმას,რასაც ასე ველოდებოდით 2012 წლიდან.
სამწუხაროდ ბევრი “12-იანელი ” ვერ მოესწრო იმ დღეს, როდესაც მისი უშუალო ჯალათი დაისაჯა,
ან წართმეული ქონება დაუბრუნდათ.
4 ოქტომბერი “დედლაინი” ანუ ბოლო ზღვარია.
ამის მერე, დასასჯელი დაისჯება, ქუჩა დაწყნარდება.
ალბათ ეს გრძელვადიანი ნერვების ომი საჭირო იყო, რომ საბოლოო ლუსტრაცია მომხდარიყო.
იტყვით:
– რის ფასად?
დაგეთანხმებით- ჩვენი ფსიქიკის!
განა ადვილია ბრძოლა მსოფლიოში გაბატონებულ ტროცკიზმთან?
განა ადვილია ათასობით კარგად გაწვრთნილ აგენტთან ჭიდილი, მითუმეტეს,როდესაც მათ მხარეს დიდძალი ფინანსური რესურსი და ნულოვანი მორალია.
მხოლოდ ჩემი შეგრძნება არ არის, რომ საშინელებათა ფილმის ბოლო სერიას ვუყურებთ.
და დიახ, დრამატურგიული ხაზი მოითხოვს ძლიერად კუდის მოქნევას და თუ საბოლოოდ გადაგიჟდნენ საბედისწერო გასროლასაც კი.
სრულიად უვნებელი, ძირითადად უბნის,რეგიონის ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებული არჩევნები, ბოროტების ხელში ვატერლოოდ იქცა.
მათ ვატერლოოდ.
მხოლოდ მშვიდობიანად, დინჯად, ნერვის აუტოკებლად უნდა გავიაროთ ეს გზა, რათა ჩვენს თაობაზე დამთავრდეს 35 წლიანი უბედურების ბორბლის ტრიალი.
ჩვენს ადგილს ჩვენი შვილები დაიკავებენ, ეს ასეა.
ახალი თაობა წამოგვესწრო, გაწონასწორებული,დინჯი,
ლამაზი და ჩვენზე ბევრად კარგი.
ჩვენ ყოველთვის დავრჩებით მათთვის საიმედო ფარად.
4 ოქტომბერი გაუკუღმართებული იდეოლოგიის სიკვდილის თარიღია.
4 ოქტომბერი ახალი ისტორიის დაბადებაა.
საქართველო იმსახურებს იმ რუსთაველის ქუჩის თავიდან დაბადებას, სადაც დიდმა დიდი იცოდა, პატარამ პატარა .
სადაც გოგონებს ყვავილებს ჩუქნიდნენ და გიტარიანი ბიჭები სიმღერებს უმღეროდნენ, სადაც შეყვარებულთან გავლა რიტუალი იყო, სადაც ლაღიძის წყლებთან სამეგობროს ხვდებოდი და ყველა ერთად ხელჩაკიდებულები ქუჩას მივუყვებოდით.
ამ ყველაფრის დაბრუნება ჩვენს ხელთაა!
ყველანი არჩევნებზე!“
