ცნობილი ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა შესაძლოა სეზონის ბოლომდე “ბეტისს” შეუერთდეს, ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი კარის დარაჯით დაინტერესებას პირადად “მწვანეების” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გამოთქვამს.
შეგახსენებთ, დე ხეა ივნისის შემდეგ უგუნდოდაა.