ირაკლი ნადირაძე: დაკითხვები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ქარსელაძესთან ერთად აზარაშვილის, ღარიბაშვილის და მისი ოჯახის წევრების დაკავებაც სურთ

“დაკითხვები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ქარსელაძესთან ერთად აზარაშვილის, ღარიბაშვილის და მისი ოჯახის წევრების დაკავებაც სურთ. ივანიშვილს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს და ერთადერთი გამოსავალია 4-მდე საზოგადოებას განუცხადონ ის კორუფციული სქემები, სადაც პირადად ივანიშვილი და “ქართული ოცნება“ იყვნენ ჩართული”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ.

მისივე თქმით, ჩვენებები და მტკიცებულებები გააჩნიათ, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში მაინც მიდის ინტენსიური დაკითხვა.

“დაკითხვები ყოველდღიურ რეჟიმს ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, რადგან არა მარტო ქარსელაძეს, არამედ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, აზარაშვილის დაჭერაც უნდათ, ღარიბაშვილიც, ღარიბაშვილის ნათესავებიც კი, ამიტომ პრაქტიკულად ყოველდღიურად ინტენსიურ რეჟიმში მიდის ამ ხალხის დაკითხვა, გამოკითხვა. ივანიშვილს მათზე განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი აქვთ ახლა, რომ 4-მდე თქვან, საზოგადოებას უთხრან ყველა იმ დანაშაულებრივი კორუფციული სქემების შესახებ, რომელშიც ჩართული იყო პირადად და “ქართული ოცნება”.

ჩვენებები და მტკიცებულებები ამ ადამიანებს გააჩნიათ, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში მაინც მიდის ინტენსიური დაკითხვა და გამოკითხვა ადამიანების, რომ ერთგვარი ზეწოლა იყოს მათზე და დააკვირდნენ ივანიშვილის დასაჭერ ობიექტებს ვინ როგორ იქცევა”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხაინდრავა: არასოდეს არ დავუვიწყებ ამერიკელებს! ყველგან, სადაც მექნება შესაძლებლობა, ყველანაირად ხელს გავუმართავ და ჩემს პატივისცემას, მაგრამ ერთი არის ამერიკელი ხალხი და მეორე არის პოლიტიკური ისტებლიშმენტი… (ვიდეო)

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების