Reuters – უკრაინა ვოლოდიმირ ზელენსკის გაერო-ში სიტყვით გამოსვლისა და დონალდ ტრამპთან შეხვედრისგან სასწაულებს არ ელის

უკრაინის პრეზიდენტი, გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას და დონალდ ტრამპთან შეხვედრისას მოკავშირეებისგან მეტი მხარდაჭერის მიღებას შეეცდება, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
გამოცემა წერს, რომ კულისებში ჩუმად ემზადება ომის ახალი ფაზისთვის, რომელშიც ის უფრო მეტად საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული.
„კიევის იმედები, რომ ს წინააღმდეგ ახალ მკაცრ სანქციებს დააწესებს, ქრება. წყაროს თქმით, არა მხოლოდ სანქციებისა და აშშ-ის დახმარების შემცირების გამო აღმოჩნდა დაბრკოლებების წინაშე, არამედ შესაძლოა, ევროპაში მოკავშირეების სხვა მხარდაჭერაც დაკარგოს“, – აღნიშნულია Reuters-ის სტატიაში.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის ნიუ-იორკში ჩასვლამდე თავიანთი სამუშაო პრაგმატულ დიპლომატიად წარმოაჩინეს და არა გადამწყვეტი მოგზაურობისთვის მზადებად.
„ნიუ-იორკი ყოველ სექტემბერს პლატფორმაა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილია. ვისურვებდი, რომ უფრო პრაქტიკული ყოფილიყო, მაგრამ ამ მასშტაბის კონფლიქტებისთვის მარტივი გადაწყვეტილებები არასდროს იქნება. ამიტომ, არ მგონია, რომ ნიუ-იორკიდან მარტივი გადაწყვეტილებებით დავბრუნდეთ. ნიუ-იორკის შემდეგაც გავაგრძელებთ შრომას“, – განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სერგეი კისლიცამ Reuters-ს.