იუდეველები როშ-ჰაშანას, ებრაულ ახალ წელიწადს ზეიმობენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, როშ-ჰაშანა ებრაელთათვის გასულ წელზე სულიერი ანგარიშის პერიოდია, რა დროსაც ყოველი ებრაელი ინანიებს საკუთარ შეცდომებსა და ცოდვებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს როშ-ჰაშანას, ახალი წლის დღესასწაულს და ბედნიერ, ნაყოფიერ და მშვიდობიან წელს უსურვებს.
