სკოტ ბესენტი – არგენტინის ფინანსური სტაბილიზაციის მიზნით ყველა ვარიანტი განიხილება – არგენტინა ლათინურ ამერიკაში -ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა

არგენტინის ფინანსური სტაბილიზაციის მიზნით ყველა ვარიანტი განიხილება, – ამის შესახებ -ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
„ვარიანტები შეიძლება მოიცავდეს სავალუტო შესყიდვებს და აშშ დოლარით დენომინირებული სახელმწიფო ვალის შესყიდვებს. ინვესტიციების ფართო შესაძლებლობები არსებობს და არგენტინა კვლავ დიდებული გახდება. არგენტინა ლათინურ ამერიკაში აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა”, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.
მისი თქმით, აშშ მზად არის ძლიერი ნაბიჯები გადადგას, თუმცა ყველა მსგავსი ქმედება გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ისა და არგენტინის პრეზიდენტების, სა და ს შეხვედრის შემდეგ განხორციელდება.
„გვჯერა, რომ ფისკალური დისციპლინისა და ზრდის რეფორმების მიმართ პრეზიდენტ მილეის მხარდაჭერა არგენტინის ხანგრძლივი ეკონომიკური დაღმასვლის დასასრულებლად აუცილებელია“, – აღნიშნა ბესენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 2022 წლიდან დღემდე, ევროკავშირი უკრაინას 180 მილიარდი ევროთი დაეხმარა, ამავე დროს, ევროკავშირმა რუსეთს 310 მილიარდი გადაუხადა – მორალის კითხვა ამ ხალხისგან ნამდვილად არ გვეკუთვნის

შალვა პაპუაშვილი – ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა – მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო