,,მშრალი და თბილი ამინდებია მოსალოდნელი…” – განახლებული პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის შესახებ წერს.
„საშიში ამინდის პირობები უკან მოვიტოვეთ და საქართველოში მზიანი დღეები იწყება.მომდევნო 3 დღის განმავლობაში მშრალი და თბილი ამინდია მოსალოდნელი ყველგან და დღისით საგრძნობლად დათბება, განსაკუთრებით სანაპირო კურორტებზე +26 გრადუსამდე, დასავლეთის დაბლობზე +24, ხოლო აღმოსავლეთის ბარში +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ზღვაც დამშვიდდება და მდინარეები თავის კალაპოტს დაუბრუნდება.არ არსებობს დაუსრულებელი უამინდობა, გისურვებთ ხშირ ღიმილს.“ – წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ