სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში

22 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ, – ამის შესახებ „Trend“-ი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
„2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის შედეგებზე დაყრდნობით, მინისტრებმა აზრები გაცვალეს მშვიდობის დღის წესრიგის ხელშეწყობის შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე და დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ