ლიგა 1-ის მეხუთე ტურში პსჟ გასვლაზე „მარსელთან“ 0:1 დამარცხდა.
მასპინძლებმა უკვე დებიუტში მეკარე შევალიეს შეცდომის შედეგად მოახერხეს დაწინაურება, რის შემდეგაც სტუმრები უპირატესობას დაეუფლენ და შეუტიეს: კვარაცხელია პავარმა წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო, პირისპირ გასულ ფაბიანს გატანა მეკარე რულიმ არ დაანება, კონტრშეტევისას კი გუირის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მერე ხვიჩამ ოდნავ ააცილა მიზანს, დარჩენილ დროში მომენტი არცერთ გუნდს არ შეუქმნია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „პარი სენ ჟერმენი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, თუმცა მეტოქე თავს უნარიანად იცავდა, უფრო მობილიზებული და აგრესიული იყო. „კვარას“ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, ჰაკიმის რულიმ არ გაატანინა, რამუშის თავური არაზუსტი გამოდგა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეტევის გასაძლიერებლად პაჩოს ნაცვლად მოედანზე ლი შეუშვა, ცოტა ხანში ზაირ-ემერი მეილიუთი შეცვალა, რამაც შედეგი არ გამოიღო და „მარსელმა“ გაიმარჯვა.
პსჟ 12 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 27 სექტემბერს სახლში „ოსერთან“ ჩაატარებს.
მარსელი – პსჟ 1:0
გოლი: აგერდი (5)
