მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ს საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, იურაი ბლანართან.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეგობრულ კავშირებსა და ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
„განხილული იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხს. მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა და სლოვაკ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.