Pfizer-ი ბიოფარმაცევტულ კომპანია Metsera-ს იყიდის

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer Inc. იყიდის ბიოფარმაცევტულ კომპანია Metsera Inc.-ს, რომელიც სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატებს ავითარებს.
Pfizer–მა განაცხადა, რომ Metsera-ს ყველა აქციას 47,50 დოლარად შეიძენს. ეს პარასკევს დახურვის ფასთან შედარებით დაახლოებით 42,5%-იან პრემიას წარმოადგენს. გარდა ამისა, Pfizer მზადაა გადაიხადოს დამატებით 22.50 დოლარი აქციაზე, თუ Metsera მიაღწევს გარკვეულ ეტაპებს, მათ შორის კლინიკური კვლევების ბოლო ეტაპებზე გადასვლას და მისი პრეპარატების დამტკიცების მიღებას.
ამგვარად, Metsera-ს მთლიანი ღირებულება შეიძლება 7.3 მილიარდ დოლარამდე შეფასდეს.