დაეუფლე ახალ პროფესიას პროფესიულ აკადემიებში სრული დაფინანსებით – საქართველოს ბანკი ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებსა და სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ინიციატივის ფარგლებში, დაფინანსების მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სურს, დაეუფლოს ახალ პროფესიას ან შეიცვალოს კარიერული მიმართულება.

ამისათვის, მსურველებმა 15 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე: stipendia.bog.ge

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა პროფესიული აკადემიისა და ს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით მოხდება – მსურველები შეირჩევიან განაცხადის, გასაუბრების და, რიგ შემთხვევაში, ტესტირების შედეგად.

ინიციატივაში 7 პარტნიორი პროფესიული აკადემია ჩაერთო, მათ შორის არიან:

  • აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია;
  • Tbilisi School of Communication;
  • Academy of Digital Industry;
  • Smart Academy;
  • IT Academy STEP;
  • Headvice;
  • BDO Academy.

საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge

ინფორმაციისთვისახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშისა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge