მ ერევნის მერთან შეხვედრა გამართა

„სომეხ და ქართველ მოქალაქეებს კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გავაღრმავოთ და უფრო საინტერესო გავხადოთ. ვსარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის ტელეანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა. ერევანში როდესაც ჩავდივარ, ყოველთვის ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქალაქებს შორის მომავალშიც გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა და შევძლებთ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა მ შეხვედრაზე.
„როგორც თბილისი, ისე ერევანი სწრაფად ვითარდება. ჩვენ ვიცით რამხელა ყურადღებას უთმობთ სატრანსპორტო რეფორმებს. ვიცი, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თბილისის მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კარგი იქნება გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, სიამოვნებით განვახორციელებთ თბილისთან მეტ კულტურულ ღონისძიებებს“, – განაცხადა ტიგრან ავინიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა მოიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული მომავლის რწმენა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის